კრიშტიანუ რონალდუ: აქ მე-5, მე-6 ან მე-7 ადგილის დასაკავებლად არ ვარ

მანჩესტერ იუნაიტედის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის მდგომარეობაზე და ამბიციებზე ისაუბრა. რონალდუმ განაცხადა, რომ მანჩესტერი ცხრილში ბევრად ზევით ყოფნას იმსახურებს.

“მანჩესტერი მენტალიტეტით და ისტორიით სამეულში ყოფნას იმსახურებს. იმისთვის, რომ რაღაც კარგი შექმნა, ძველი უნდა გაანადგურო. ახალი წელი ახალი ცხოვრებით უნდა დავიწყოთ და ძველი ძველ წელს გავატანოთ. იმედია მანჩესტერი იმ დონეს მიაღწევს, რომელიც გულშემატკივრებს სურთ. ისინი ამას იმსახურებენ. 

ახლა ჩვენ შეგვიძლია რაღაცეები შევცვალოთ, ვიცი როგორ უნდა ვქნათ ეს, თუმცა არ ვიტყვი, რადგან ჩემი მხრიდან არაეთიკური იქნება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შეგვიძლია უკეთ ვითამაშოთ, დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად უნდა შევცვალოთ. 

აქ მე-5, მე-6 ან მე-7 ადგილის დასაკავებლად არ ვარ. ჩემი მიზანია ვიბრძოლო და გავიმარჯვო. ვფიქრობ ჩვენ კონკურენციას ვქმნით, თუმცა საუკეთესო დონემდე ბევრი გვიკლია. კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რათა უკეთესი გუნდი ვიყოთ.”– ციტირებს რონალდუს სიტყვებს Sky Sport-ი.

კრიშტიანუ რონალდუმ ამ სეზონში მანჩესტერის მაისურით 21 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. გუნდი პრემიერლიგაში 31 ქულით მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება. აღნიშნული ტურნირის 1/8 ფინალში იუნაიტედი ატლეტიკოს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *