კრიშტიანუ რონალდუ: ბერგამოში თამაში ადვილი არასდროს არის

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მანჩესტერი ატალანტას ესტუმრება. მოახლოებულ შეხვედრას კრიშტიანუ რონალდუმ ინსტაგრამზე პოსტი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ბერგამოში თამაში ადვილი არასდროს არის.

“ვბრუნდები იტალიაში, ქვეყანაში სადაც თბილად მიმიღეს. იტალია მუდამ ჩემს გულში იქნება. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ბერგამოში თამაში ადვილი არასდროს არის. მიუხედავად ამისა მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. გვსურს ჯგუფში პირველი ადგილი შევინარჩუნოთ.”-დაწერა რონალდუმ ინსტაგრამზე.

ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში მანჩესტერი 6 ქულით პირველ ადგილზეა. რაც შეეხება რონალდუს, მიმდინარე ტურნირზე მის ანგარიშზე 3 მატჩი და 3 გოლია.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის წინა შეხვედრა მანჩესტერის სასარგებლოდ 3:2 დასრულდა და გამარჯვების გოლი სწორედ რონალდუმ გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *