მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, პორტუგალიის ნაკრები განის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა.
“უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ჩვენი მოგზაურობის დაწყებას ვაპირებთ. გვინდა ეს თავგადასავალი ხანგრძლივი და წარმატებული იყოს, რათა ქვეყნის სახელი და დროშა შორს გავიტანოთ. გვსურს პორტუგალიელმა ხალხმა ჩვენით იამაყოს. წინ პორტუგალია.” – დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფშია. პორტუგალიელთა მეტოქე განის გარდა კორეის და ურუგვაის ნაკრებები იქნებიან.