ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში პორტუგალიის ნაკრები ბელგიის ეროვნულ გუნდს შეხვდა და მატჩი მარტინესის შეგირდების სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.
აღნიშნულ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა, რომელმაც ამ ევროპირველობაზე 5 გოლი გაიტანა.
“სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ტურნირს ვადაზე ადრე გამოვეთიშეთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ტიტული დაგვეცვა. პორტუგალიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კვლავაც შეუძლია გულშემატკივრების გახარება. ქომაგები პირველიდან ბოლო წუთამდე მხარს გვიჭერდნენ და ჩვენ ვცდილობდით მათი ნდობა გაგვემართლებინა. პორტუგალიის ნაკრების თითოეულ გულშემატკივარს დიდ მადლობას ვუხდი.” – განაცხადა რონალდუმ.