კრიშტიანუ რონალდუ: ეს ყველაფერი ოცნების ახდენას ჰგავს

კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში დაბრუნდა. იუნაიტედთან მან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პორტუგალიელი ფეხბურთელი მის მანჩესტერში დაბრუნებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ვინც მიცნობს ყველამ იცის ჩემი მანჩესტერ იუნაიტედისადმი სიყვარულის შესახებ. ამის გადმოცემა ეხლაც მიჭირს. ამ კლუბში გატარებული წლები გასაოცარი იყო. ჩვენ ერთად დიდი გზა გავიარეთ და ისტორია ოქროს ასოებით დავწერეთ. 

ვხედავ, რომ ჩემი იუნაიტედში დაბრუნება მთელ მსოფლიოშია გადმოცემული, ეს ძალიან ამაღელვებელია. ეს დაბრუნება ოცნების ასრულებას ჰგავს. იუნაიტედის მეტოქეებსაც და მათ ფანებსაც კი ყოველთვის ჰქონდათ მანჩესტერისადმი სიყვარული და პატივისცემა. ეს არის ის ყველაფერი, რაც ოცნებებისგან იქმნება. 

ჩემი პირველი შიდა ჩემპიონობა, პირველი გამოძახება პორტუგალიის ნაკრებში, პირველი ტიტული, პირველი ჩემპიონთა ლიგა, პირველი ოქროს ბურთი, პირველი ოქროს ბუცი – ეს ყვლაფერი სწორედ მანჩესტერში თამაშისას მოხდა. ისტორია უკვე დაიწერა და ისტორია კიდევ დაიწერება. მე აქ ვარ, დავრბუნდი იქ სადაც უნდა დავბრუნებულიყავი.

P.S. ეს ყველაფერი თქვენთვის სერ ალექს.”-დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *