კრიშტიანუ რონალდუ: მათ ვისაც არ ვუყვარვარ, არ სურთ ამის დანახვა

კრიშტიანუ რონალდუმ მის მიმართ კრიტიკაზე ისაუბრა. ბევრი ამბობს, რომ კრიშტიანუ დაცვას არ ეხმარება და პორტუგალიელი ამ ფაქტს გამოეხმაურა.

“ვიცი როდის სჭირდება დაცვას ჩემი დახმარება. ჩემი მთავარი ამოცანა გოლების გატანაა, ხოლო დაცვა ჩემი სამუშაოს ნაწილია. მათ ვისაც არ ვუყვარვარ, არ სურთ ამის დანახვა. 36 წლის ვარ, უამრავი რამ მოვიგე და არ ვაპირებ იმაზე ფიქრს ვინ რას იტყვის ჩემზე. ღამე მშვიდად მძინავს, სუფთა სინდისი მაქვს და ლაპარაკის ნაცვლად საქმის კეთებას ვაგრძელებ. 

კრიტიკა საქმის ნაწილია, მე არ მაწუხებს როცა მაკრიტიკებენ. თუ ვინმე ჩემზე ღელავს და ლაპარაკობს, ესეიგი მან იცის ჩემი პოტენციალი და ღირებულებები ფეხბურთში. “-თქვა რონალდუმ Sky Sport-თან ინტერვიუში.

რონალდუ მანჩესტერში წელს ზაფხულის ბოლოს დაბრუნდა. იუნაიტედის მაისურით ამ სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *