რამდენიმე საათის წინ ლეგენდარული ფეხბურთელი პელე გარდაიცვალა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა.
“ვუსამძიმრებ მთელ ბრაზილიას, განსაკუთრებით პელეს ოჯახს. მარადიულ მეფესთან უბრალო დამშვიდობება საკმარისი არასდროს იქნება, იმ ტკივილის გამოსახატად, რომელსაც საფეხბურთო სამყარო იტევს. შთაგონება მილიონობით ადამიანისთვის დღეს, გუშინ და სამუდამოდ. ძვირფასია ის სიყვარული, რომელსაც ერთმანეთს შორიდან ვუზიარებდით. იგი არასდროს მიეცემა დავიწყებას და მუდამ იცოცხლებს ფეხბურთის მოყვარულების გულებში.” – დაწერა რონალდუმ.