ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა.
“კრიშტიანუს ტურინის ერთერთ რესტორანში შევხვდი. ტერასაზე ვიჯექით და ვკითხე თუ ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი ვის წინააღმდეგაც უთამაშია. “საუკეთესო უდაოდ მესია, თუმცა კითხვას არასწორად სვამ პირს. შენ უნდა მკითხო თუ ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, ამაზე პასუხი თავადაც იცი.”-ამის თქმის შემდეგ კრიშტიანუს გაეცინა, თვალი ჩამიკრა, ჭიქა მომიჭახუნა. მან ცხადია თავისი თავი იგულისხმა.”-განაცხადა ბრიტანელმა ჟურნალისტმა.
რონალდუ იუვენტუსში 2018-21 წლებში თამაშობდა. დაახლოებით 1 კვირის წინ იგი მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა, რომლის მაისურასაც 2003-09 წლებში ატარებდა.