კრიშტიანუ რონალდუ: მთავარი სწორი ბალანსია, ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს

მანჩესტერ იუნაიტედის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ, თავისი სტატისტიკური მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს და საჭიროა სწორი ბალანსი.

“უნდა გააცნობიეროთ, რომ 35 წლის ასაკში ისე ვერ ითამაშებთ, როგორც 20-25 წლისას თამაშობდით. ასაკში შესაძლოა რაღაცაზე უარი თქვათ, რათა უფრო მნიშვნელოვანი რამ მიიღოთ და გუნდს დაეხმაროთ. ამ დროს საჭიროა სწორი ბალანსი, რათა კვლავ უმაღლეს დონეზე ითამაშოთ. 

ეს ყველაფერი ადვილი არ არის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მარტივი ჩანს, რადგან წლების განმავლობაში ჩემი სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. ფაქტები ფაქტებად რჩება და მას ვერ შეცვლი.”-ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს DAZN-ი.

რონალდუ მანჩესტერში შარშან ზაფხულში დაბრუნდა. ამ სეზონში იუნაიტედის მაისურით მის ანგარიშზე 29 მატჩი და 15 გოლია.

Leave a comment

Your email address will not be published.