კრიშტიანუ რონალდუ: მსოფლიო ჩემპიონობა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო

DOHA, QATAR - DECEMBER 10: Cristiano Ronaldo of Portugal is seen prior to the FIFA World Cup Qatar 2022 quarter final match between Morocco and Portugal at Al Thumama Stadium on December 10, 2022 in Doha, Qatar. (Photo by The Asahi Shimbun via Getty Images)

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს 1/4 ფინალიდან გამოეთიშა. ფერნანდუ სანტუშის შეგირდები მაროკოსთან 0:1 დამარცხდნენ. ეს ფაქტობრივად კრიშტიანუ რონალდუს ბოლო შანსი იყო იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო. ამ თემაზე ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ისაუბრა.

“პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩემთვის ყველაზე დიდი ამბიცია და ოცნება იყო. საბედნიეროდ კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრი ტიტული მოვიგე, მათ შორის ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ქვეყნის ნაკრებში უმაღლესი ტიტულის მოგება მინდოდა. 

ამ ოცნების ასასრულებლად ბევრი ვიბრძოლე. 16 წლის განმავლობაში მუნდიალის მოგება 5-ჯერ ვცადე, თუმცა ამაოდ. ამ დროის მანძილზე დიდებული ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობდი და მილიონობით პორტუგალიელი მიჭერდა მხარს. ყველაფერი გავიღე და მოედანზე არასდროს დავნებებულვარ. 

სამწუხაროდ ოცნება დასრულდა. ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და ბევრი სპეკულაცია იყო, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ პორტუგალიის მიმართ ჩემი თავდადება ერთი წუთითაც არ შეცვლილა. 

ახლა ბევრი აღარაფერი მაქვს სათქმელი. მადლობა პორტუგალიას, მადლობა კატარს. ოცნება კარგი იყო, მანამ სანამ გრძელდებოდა.” – დაწერა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *