კრიშტიანუ რონალდუ: ტენ ჰაგს დრო უნდა მივცეთ

მანჩესტერ იუნაიტედს ახალი სეზონიდან ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის. მანჩესტერელთა მომავალ დამრიგებელზე გუნდის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა.

“ტენ ჰაგი აიაქსში შესანიშნავად მუშაობს. ის ძალიან კარგი და გამოცდილი სპეციალისტია. მიუხედავად ამისა, ნიდერლანდელს დრო უნდა მივცეთ, რათა თავისი იდეები პრაქტიკაში განახორციელოს. იმედია მისი ხელმძღვანელობით წარმატებებს მივაღწევთ. ტენ ჰაგის დანიშვნას, არამარტო ფეხბურთელები, არამედ გულშემატკივრები და მთლიანად მანჩესტერი სულმოუთქმელად ველით. იმედია შემდეგ სეზონში ტიტულებს მოვიგებთ.” – ციტირებს რონალდუს სიტყვებს მანჩესტერის ოფიციალური საიტი.

იუნაიტედმა ეს სეზონი აშკარად ჩააგდო. გუნდს პრემიერლიგაში 1 მატჩი აქვს დარჩენილი და ამ დროისთვის 58 ქულით მე-6 ადგილზეა, შემდეგ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებს. რაც შეეხება რონალდუს, პორტუგალიელმა ამ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published.