კრიშტიანუ რონალდუმ ალ-ნასრში გადასვლის შემდეგ პრესკონფერენციაზე პირველად ისაუბრა. მან არაერთ საინტერესო თემაზე გააკეთა კომენტარი და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“ჩემი გადაწყვეტილებით მოხარული ვარ, ჩემი ევროპული საკლუბო კარიერა დასრულებულია. ევროპაში უდიდეს კლუბებში ვითამაშე და ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგე. ყველა ევროპული რეკორდი დავამყარე და რეკორდების მოხსნა ახლა ალ-ნასრში მსურს. ჩემი კონტრაქტი უნიკალურია და მეც უნიკალური ვარ. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ხალხის აზრი არ მაინტერესებს. ძალიან კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია, მზად ვარ ფეხბურთის თამაში გავაგრძელო.
ბევრმა არ იცის, რომ შემოთავაზებები ავსტრალიიდან, ამერიკიდან, პორტუგალიიდან, ევროპიდან და ბრაზილიიდან მქონდა. ალ-ნასრის სიტყვა მივეცი, მინდა აქ ფეხბურთის განსხვავებული ხედვა წარმოვაჩინო.” – ციტირებს რონალდუს სიტყვებს The Guardian-ი.