კრიშტიანუ რონალდუ: ფერგიუსონი ჩემთვის საფეხბურთო მამასავითაა

მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ სერ ალექს ფერგისონის მისდამი დამოკიდებულებაზე ისაუბრა. რონალდუმ განაცხადა, რომ შოტლანდიელი მისთვის საფეხბურთო მამასავითაა.

“ძნელია, როცა 18 წლის ასაკში სპორტინგიდან მანჩესტერში გადადიხარ. მარტივი არ არის ისეთი ვარსკვლავების გვერდით ითამაშო როგორებიც სქოულზი, გიგზი, კინი, სულშერი და სხვები არიან. თავიდან ცოტა ვნერვიულობდი, თუმცა შემდეგ ფერგიუსონი კომუნიკაციაში ძალიან დამეხმარა. 

ხანდახან მის კაბინეტში თარჯიმნის დახმარებით მესაუბრებოდა ხოლმე. მისი რჩევები ძალიან მეხმარებოდა როგორც ფეხბურთელად, ასევე პიროვნულად ზრდაში. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მან ივარაუდა. ყოველთვის გავიმეორებ, რომ ის ჩემთვის საფეხბურთო მამასავითაა.”-განაცხადა პორტუგლიელმა.

რონალდუ მანჩესტერში წელს ზაფხულში დაბრუნდა. პორტუგალიელმა იუნაიტედში 18 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *