კრიშტიანუ რონალდუ: ჩვენ მანჩესტერი ვართ და არასდროს ვნებდებით

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მანჩესტერი ატალანტას ესტუმრა და შეხვედრა 2:2 დასრულდა. მატჩი დუბლის ავტორმა კრიშტიანუ რონალდუმ შეაფასა.

“ძალიან რთული თამაში იყო, ბერგამოში სტუმრობა ადვილი არასდროს არის. ჩვენ გვჯეროდა, რომ დადებით შედეგს მივაღწევდით, ამაში ჩემი გოლებიც დაგვეხმარა. ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი ვარ. 

ჩვენ მანჩესტერი ვართ და არასდროს ვნებდებით. ჩვენ მუდამ გვჯერა წარმატების. ეს იუნაიტედის მახასიათებელია. თამაში ჩვენთვის რთულად დაიწყო. ვიცოდით, რომ ატალანტასთან გაგვიჭირდებოდა, მათ ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავთ და იციან როდის რა გააკეთონ. ბერგამოელთა სიძლიერე იუვენტუსში თამაშისასაც გამოვცადე. 

ამ ბრძოლაში დავალებები კარგად შევასრულეთ, გამიმართლა რომ 2 გოლი გავიტანე. ეს ფეხბურთია და ყოველთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო, სხვანაირად არაფერი გამოვა. 

ის, რომ 2 გოლი გავუშვით, ჩვენთვის განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა გავაგრძელოთ. ჩვენ განსხვავებული სტილის მოთამაშეები გვყავს, რომლებსაც სხვა და სხვა სქემით თამაში შეუძლიათ. დრო გვჭირდება, რომ ყველაფერი გავაუმჯობესოთ.”-ციტირებს რონალდუს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი

რონალდუ მშვენიერ სეზონს ატარებს. მანჩესტერში დაბრუნების შემდეგ პორტუგალიელმა 11 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაში კი 4 მატჩში 5 გოლით იწონებს თავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *