კრიშტიანუ რონალდუ: 800 გოლზე გაჩერებას არ ვაპირებ

კრიშტიანუ რონალდუმ არსენალის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და კარიერაში მე-800 და 801-ე გოლი გაიტანა. ამ თემაზე პორტუგალიელმა კომენტარი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გააკეთა და განაცხადა, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

“მოხარული ვარ, რომ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი ვარ, რომელმაც 800 გოლი გაიტანა. ეს საოცარი და დაუვიწყარი შეგრძნებაა. მადლობა ჩემს ყველა თანაგუნდელს იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით არიან. 

800… ამ რიცხვს  გავზრდი, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. მინდა ყველა შესაძლო რეკორდი მოვხსნა, მოდით ერთად გავაკეთოთ ეს, მე თქვენი იმედი მაქვს.”-დაწერა რონალდუმ ინსტაგრამზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *