კრიშტიანუ: სულშერს წნეხში მოვაქცევ…

„ვფიქრობ, უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში მანჩესტერ იუნაიტედის საკვანძო ფეხბურთელი ვიქნები. აქ დასასვენებლად არ ჩამოვსულვარ“ – ეს კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა…

წარმოიდგინეთ, რა დონის პროფესიონალზეა საუბარი. კიდევ 3-4 წელი, ვითომც არაფერი… არადა, 36 წლის ფეხბურთელი ამბობს ამას. კრიშტიანუს სიდიდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც სწორედ ესაა: სულ ბოლომდე მოტივირებულია.

„დიდი ხანი ვთამაშობდი მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით და ისევ აქ ვარ, რათა კიდევ მოვიგო ტიტულები. მზად ვარ სამუშაოდ, სამუშაოდ და კიდევ სამუშაოდ. ადრე არ ვფიქრობდი, რომ დავბრუნდებოდი, მაგრამ ვამაყობ, რომ ასე მოხდა. ბედნიერი ვარ მეც და ჩემი ოჯახიც.

…რა თქმა უნდა, შაბათს ცოტა ვინერვიულებ, მაგრამ ახლა გაცილებით გამოცდილი ვარ, ვიდრე 2003 წელს ვიყავი. და სულშერს წნეხში მოვაქცევ, რათა მან სასტარტოში დამაყენოს“ – უთხრა კრიშტიანუმ მანჩესტერ იუნაიტედის ტვ-ს.

11 სექტემბერს მანჩესტერი ნიუკასლს ხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *