კროოსის მომავალზე – კონტრაქტი 2023-ში მთავრდება…

ტონი კროოს რეალთან კონტრაქტი 2023 წელს უმთავრდება.

El Debate-ს ინფორმაციით, გერმანელ ფეხბურთელს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია – დარჩება თუ კარიერას დაასრულებს. კლუბს უთხრა, რომ საბოლოო შეთავაზება ივნისში გაუკეთონ, პასუხსაც მაშინ მიიღებენ.

ტონი ფეხბურთიდან წასვლას აპირებს, თუ გუნდში სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს. კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იმიტომ გადადო, რომ რეალში რესტრუქტურიზაციაა და არაა დარწმუნებული, რომ პოზიციას შეინარჩუნებს. მოგეხსენებათ, გუნდში ისეთი სახეები არიან, როგორებიც: ჩუამენი, ვალვერდე და კამავინგაა.

რეალმა კროოსი დაარწმუნა, რომ ხელშეუხებელია. ივნისში ყველაფერი გაირკვევა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *