ტონი კროოსმა განაცხადა, რომ ალკოჰოლს ვერ იტანს და მასში კარგი არაფერია… საკუთარი გამოცდილებით. გერმანელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღე გაიხსენა, როცა ბაიერნში იყო და ჩელსისთან შინ პენალტებით დამარცხდნენ.
„ფინალის მერე არანორმალურად დავლიეთ. ახლოს ვიყავით იმ მდგომარეობასთან, როცა სასწრაფო დახმარებას იძახებენ. სხვა გზა უკვე არ ჩანდა, ცუდად გავხდით.
…ტეკილას ვსვამდი, რადგან სწორედ ეს სასმელი მომწონდა. მეორე დღეს შეუძლოდ ვიყავი. მაშინ მივხვდი, რომ ალკოჰოლი კარგს არაფერს მოგიტანს. იმ დღიდან მოყოლებული ტეკილის დანახვაც არ შემიძლია და ალკოჰოლს საერთოდ შევეშვი. ეს არცთუ რთული იყო და ნამდვილად არ მენატრება სასმელი“ (პოდკასტი Einfach mal Luppen)
ისე, კროოსს ადრე აქვს ნათქვამი, ესპანეთში დისციპლინისა და პუნქტუალობის მხრივ პირველი ვარ, გერმანიაში კი ბოლო ვიყავიო.