გერმანული Bild-ი წერს, რომ ტონი კროოსი მალე გამოაცხადებს სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. კროოსი 31 წლისაა. ტონი 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა…
106 მატჩი, 17 გოლი – ასეთია მისი შედეგიანობა ნაკრებში.
აი, კროოსის კომენტარი ინგლისთან წაგების (0:2) მერე:
„წარმოიდგინეთ, როგორი მწარე მატჩი გვქონდა. ორივე გუნდის ჩამშლელები ანეიტრალებდნენ შეტევებს, სანამ ინგლისი არ გაიტანდა. მანამდე საგოლე შანსი თითქმის არ ჰქონიათ. ჩვენი თამაში კარგი იყო გოლამდე, მერე კი ყველაფერი შეიცვალა“.