“კრუზს იმდენად დიდ პატივს ვცემ, შეიძლება სახეში არც დავარტყა” – დვალიშვილი [VIDEO]

UFC-ს ქართველი ვარსკლავი, სუპერმსუბუქო წონის ტოპ კონტენდერი, მერაბ დვალიშვილი, უკვე ძალიან დიდი ხნის მანძილზე მეტოქის გარეშეა- მერაბი მის წონაში ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ითვლება, სწორედ ამიტომ ჭირს მისთვის მოწინააღმდეგის შერჩევა. ბოლო პერიოდში, ქართველის სახელს ლეგენდარულ დომინიკ კრუზს უკავშირებენ. მერაბთან ბრძოლის სურვილი თავად კრუზმაც გამოთქვა.

THE MMA Hour-ის გუშინდელ ეპიზოდში, სადაც სტუმრად მერაბ დვალიშვილი იყო, არიელ ჰელვანიმ მას მომავალ ბრძოლაზე და სასურველ მეტოქეზე ჰკითხა.

“შუგარ შონ ომალის ვისურვებდი, თუმცა მას უკვე ბრძოლა აქვს ჩანიშნული. იგი უკვე 3 წელია რაც გამირბის. ასევე ჩიტო ვერასთან დაპირისპირებაც კარგი იქნებოდა, ასევე დომინიკ კრუზი, კორი სენდჰეგენი… კრუზთან ბრძოლაც კარგი იქნებოდა. იგი დიდებული მებრძოლია, ყოფილი ჩემპიონი. მას იმდენად დიდ პატივს ვცემ, შეიძლება სახეში არც დავარტყა, მხოლოდ ვეჭიდავები” – იხუმრა მერაბმა.

Leave a comment

Your email address will not be published.