ხუან კუადრადომ აღიარა, რომ კუთხურიდან გამიზნულად არ დაურტყამს კარში და ჩახვევა გამოუვიდა. კოლუმბიელმა იუვენტუსი-ჯენოას მატჩში შემოგვთავაზა ეს ლამაზი გოლი. მე-9 წუთზე გაიტანა, იუვემ კი საბოლოოდ 2:0 მოიგო.
„კარში არ ვურტყამდი. შემთხვევით მოხდა. ახლო ძელთან ვაწვდიდი, მაგრამ საბედნიეროდ, ბურთი უფრო შორს და მაღლა წავიდა“ (Football Italia)