კუმანის გეგმები: გრიზმანი და კოუტინიო…

კუმანმა გრიზმანისა და კოუტინიოს შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ნიდერლანდელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ კლუბმა ორივე მათგანი უნდა შეინარჩუნოს, რადგან სჯერა, რომ ბარსელონას ისინი წარმატებას მოუტანენ.

ის ვარჯიშებზე ფრანგი ფეხბურთელით კმაყოფილია და მოეწონა ის ფაქტი, რომ მან ახალწვეულ მემფის დეპასის პენალტის დარტყმის საშუალება მისცა.

რაც შეეხება ბრაზილიელს, ის ტრავმას იშუშებს და კუმანს სჯერა, რომ კოუტინიო ისეთ ფორმას აღიდგენს, როგორც ლივერპულში თამაშობდა.

ამის მიუხედავად, ფეხბურთელები ხელშეუხებელნი არ არიან, თუმცა თუ გავითვალისწინებთ კლუბებზე პანდემიისგან მიყენებულ ზარალს, რთული წარმოსადგენია ბარსელონას ვინმემ სათანადო წინადადებით მიმართოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *