კუმანი ბარსელონაში თანამემამულეს ითხოვს

ბარსელონამ ამ ზაფხულს შესაძლოა კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხოს. Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელთა ახალი სამიზნე დონი ვან დე ბეეკია, რომლის დამატებაც კუმანის ინიციატივაა.

ბარსელონაში ფინანსური პრობლემებია და როგორც კი საკითხი ოდნავ მაინც მოგვარდება, კატალონიელები მანჩესტერს ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. ‘

ვან დე ბეეკი მანჩესტერში შარშან ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. წინა სეზონში ფეხბურთელმა 33 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც მისგან არადამაკმაყოფილებელი შედეგია.

რაც შეეხება ბარსელონას სატრანსფერო ამბებს, გუნდმა სერხიო აგუერო და მემფის დეპაი დაიმატა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *