ბარსელონას მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ბილბაოსთან 1:1-ის შემდეგ თქვა, რომ გუნდი ახლა უფრო შეკრულია:
„გავიტანეთ გოლი და გაგვიუქმეს, რაც ნორმალურად მივიღეთ. მომეწონა, როგორ შევცვალეთ თამაში გაშვებული გოლის მერე. ვაგებდით და მერე სულაც მოგების შანსი გაგვიჩნდა. ბილბაო მაღალი დონის გუნდია და მათ წინააღმდეგ გასვლაზე თამაში რთულია.
…მესის გარეშე? დიახ, მის გარეშე ჩვენი ნაკლებად ეშინიათ და უფრო თამამები გახდნენ. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“.
ბარსელონას ამბებზე ვწერთ და ჟერარ პიკეს ტრავმაზეც… პიკე ბილბაოსთან 32-ე წუთზე შეცვალეს, მარცხენა ფეხის კუნთი ასტკივდა. დიდი ალბათობით, პიკე მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს, მერე კი ისედაც სანაკრებო თამაშებია. ზუსტად როდის დაბრუნება მოედანზე, ჯერ უცნობია.