ბარსელონას მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს ჟურნალისტები ლუკ დე იონგის შესახებ შეეკითხნენ
“გრიზმანის წასვლის გამო, ეს გადაწყვეტილება ფორსმაჟორში არ მიგვიღია. ლუკ დე იონგის დამატებაზე მუშაობა აგვისტოს პირველი დღეებიდანვე დავიწყეთ. განსხვავებული ტიპის ფორვარდი მჭირდებოდა, დე იონგს კი კარგად ვიცნობ.
გაკვირვებული ვარ, ისეთი ტიპის ფორვარდი, როგორიც დე იონგია, ბარსას როგორ არ ჰყავდა?! ის შეტევაში განსხვავებულ შესაძლებლობებს მოგვცემს: მეორე სართულზე, ჯარიმების შესრულებისას, კუთხურებზე.
ამ ტრანსფერით ძალიან კმაყოფილი ვარ”