ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი მუშაობის წყალობით, კლუბს კარგი მომავალი აქვს,
“პრეზიდენტ ლაპორტასთან ურთიერთობა გამომისწორდა. მაგრამ გასულ კვირას მოხდა რაღაც, რაც არასწორია. მან თქვა: მწვრთნელს საკმარისი გავლენა არ აქვს გუნდზეო. ბევრი ილაპარაკა. მაგრამ ალბათ საჭიროა სიტუაციას ნათელი მოვფინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეკულაციები იწყება.
მე მზად ვარ ბარსელონასთან მუშაობის გასაგრძელებლად. ყველაფერი კარგადაა. ჩემი მუშაობის წყალობით გუნდს მომავალი აქვს,“ – დასძენს ნიდერლანდელი სპეციალისტი.