18 წლის ანსუ ფატის 10 თვე მუხლის ტრავმის გამო არ ეთამაშა. პრიმერას მე-7 ტურში გამოჩნდა ბოლო წუთებზე მინდორზე ლევანტეს წინააღმდეგ (3:0) და წამატებულ წუთზე გაიტანა კიდეც.
„ფატის დაბრუნება უკვე სასიხარულო ამბავია. დაბრუნდა და გაიტანა, ეს იდეალურია. მხოლოდ ორი კვირაა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს დასაძლევი. უპირველესად ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და კარგია, რომ გამოსვლისთანავე გაიტანა.
ყველა შემთხვევაში, ვეცდებით მეტი სათამაშო დრო მივცეთ. თუმცა ყველაფერი მის ფიზიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული“, – უთხრა ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებს.
ფატიზე მართლაც დიდ იმედებს ამყარებენ. არ დაგვავიწყდეს, რომ 18 წლის ყმაწვილს ლიონელ მესის მე-10 ნომერი გადასცეს…