კუმანი: ნუ მოგვთხოვთ 1/4 ფინალში გავიდეთ, ეს არაა ნორმალური…

 

დინამო კიევთან მატჩის წინ, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ჩემპიონთა ლიგაში მისი კლუბის შანსებზე ისაუბრა

“ნორმალური არ არის, რომ 1/4 ფინალში, ნახევარფინალში ან ფინალში გასვლას გვთხოვენ. უბრალოდ, შეხვედრები უნდა მოვიგოთ. მხოლოდ ხვალინდელი თამაში მაღელვებს.

გარშემო მიმოიხედეთ, არიან გუნდები, რომლებსაც მეტად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ, სადაც 23 ფეხბურთელი ნაკრების წევრია, იქ უკეთესი ეკონომიკური სიტუაციაა. ყველაფერი გავლენას ახდენს.

ჩვენ მათ კონკურენცია შეიძლება გავუწიოთ, თუმცა ბარსას ჩემპიონთა ლიგის მოგება მოსთხოვო, სხვა გუნდების გათვალისწინებით, არ შეიძლება.

დინამო წინა წელთან შედარებით უკეთესია. ვიცით რას უნდა ველოდოთ. ჩემპიონთა ლიგაში , ჩვენი მომავალი საფრთხის ქვეშაა,” – თქვა კუმანმა

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *