ბარსელონა – გრანადა 1:1. კატალონიელებმა მე-2 წუთზე გაუშვეს გოლი და ბოლოს არაუხომ გაათანაბრა. აშკარაა, ბარსას აღარც შემადგენლობა ჰყავს მძლავრი და თამაშიც არ გამოსდის. ძლივს გადაურჩა წაგებას.
მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სასტარტოში არ დააყენა ჟერარ პიკე. და როცა შეიყვანა, თავდამსხმელად დააყენა – თავზე ბურთის მოგების მიზნით.
ბარსამ 54-ჯერ ჩააწოდა გრანადას კართან… ეს ყველაზე დიდი რიცხვია 2016 წლის მერე.
აი, კუმანის კომენტარიც: „გრანადას ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში დრო გაჰყავდათ. რა თქმა უნდა, მოგება გვსურდა, მაგრამ ცუდი სტარტის მერე გაგვიჭირდა. ტიკი-ტაკა? შეხედეთ ჩვენს შემადგენლობას, მერე გადახედეთ განაცხადს. როგორ ფიქრობთ, მყავს ისეთი ფეხბურთელები, რომ ტიკი-ტაკა ავირჩიო?“.