ბარსელონას დაცვის გაძლიერება სურს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელებს და პირადად რონალდ კუმანს ჩელსიდან მარკოს ალონსოს შეძენა უნდათ.
ალონსო ჩელსიში 2016 წლის ზაფხულში ფიორენტინადან გადავიდა. იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მისმა სათამაშო დრომ იკლო. 2020-21 წლების სეზონში ალონსომ ჩელსიში 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. არისტოკრატებთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
რაც შეეხება ბარსელონას, გუნდმა მემფის დეპაი უკვე დაიმატა. ლა ლიგის ბოლო სეზონში კუმანის შეგირდებმა 79 ქულა აიღეს და მესამეზე გავიდნენ.