ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მწვრთნელ რონალდ კუმანს ნიდერლანდელ ჟურნალისტებთან საუბარი აუკრძალაო – ამის შესახებ ნიდერლანდური პრესა წერს… ერთ-ერთი თოქ-შოუს რედაქტორმა თქვა, რომ კუმანმა მათ უარი უთხრა მონაწილეობაზე, არადა თავის მეგობარ ჯონ დე მოლის შოუში მონაწილეობა სურდაო.
კუმანმა ეს უარყო:
„ლაპორტა არაფერ შუაშია. ჩემი გადაწყვეტილება იყო. ლაპორტამ არც იცოდა, რომ შოუში მივდიოდი. არანაირი აკრძალვები, ყველაფერი ტყუილია. უკან ყურება არ მსურს. ერთი, რაც მინდა, ჩემს გარშემო იყოს სიმშვიდე და სიჩუმე. ბარსელონას რთული პერიოდი აქვს და სიტუაცია უნდა გამოვსწოროთ“.
კუმანის გუნდიდან გაშვებაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ლაპორტა ჯერჯერობით მხარს უჭერს. ვარაუდი გამოითქვა, რომ ლაპორტა საკომპენსაციო თანხის გამო ფრთხილობს: კუმანს თუ გაუშვებს, 13 მილიონი უნდა გადაუხადოს კლუბმა.