კურიოზული ამბავია: თურქულმა ფენერბაჰჩემ სასამართლო მოიგო და ნიდერლანდური ავტოსალონისგან მიიღო ფეხბურთელ მიჰა ზაიცის სატრანსფერო თანხა… რა შუაშია ნიდერლანდური ავტოსალონი, ტრანსფერი და ფენერბაჰჩე?
შარშან მოხდა ეს კურიოზი: ფენერბაჰჩემ ზაიცი იტალიური ემპოლიდან იყიდა და თანხა (830 ათასი ევრო) შეცდომით ავტოსალონის ანგარიშზე გადარიცხა. ნიდერლანდურმა კომპანიამ ფულის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, ემპოლი კი, რა თქმა უნდა, ითხოვდა.
სასამართლო შედგა და ავტოსალონიდან ისევ ფენერბაჰჩეს გადაურიცხეს კუთვნილი.