კუ თუ ნეიმარი? – ბრაზილიელმა პენალტი საშინლად შეასრულა [ვიდეო]

 

საფრანგეთში სენსაციაა – ნანტმა პსჟ 3:1 დაამარცხა. ბევრი რამ პირველ ტაიმში გადაწყდა, მასპინძლები 2:0-ს უკვე მე-16 წუთზე იგებდნენ, პირველი ნახევრის დამატებით დროში კი მესამეც გაიტანეს და გამარჯვებისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

მეორე ტაიმის 2 წუთის დაწყებული იყო, როდესაც, მესის პასით, ნეიმარმა ერთი ბურთი გაქვითა. აქედან 12 წუთში, მას პენალტის შესრულების საშუალება მიეცა, რაც გუნდს თამაშში რეალურად დააბრუნებდა, მაგრამ ბრაზილიელმა საშინლად დაარტყა.

 

* თავდაპირველად ბურთს აკოცა
* 10 წამი მორბოდა
* ფეხებით ისე ამოძრავა, შევატყვეთ, მეკარის მოტყუება უნდოდა
* და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მეკარისგან ოდნავ მარჯვნივ დაეგორებინა.
* მეკარემ აიღო. ხელში დაიჭირა.

უკვე 12 წელია, პსჟ-ს პირველ ნახევარში 12 გოლი არ გაუშვია

* 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ, პსჟ პირველად დამარცხდა. ოქტომბერში მათი ძლევნა რენმა (2:0) მოახერხა. ამის შემდეგ, პარიზელებს 15 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ.

* 37-ე წუთზე, ნანტის ფეხბურთელმა მბაპეს ტრავმა მიაყენა. როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ეს სერიოზული დაზიანება უნდა იყოს.

* მესი კვლავ დუმს (კარიერაში მე-800 შეხვედრა) – ლიგა 1-ს 15 მატჩში 2 გოლი აქვს, თუმცა 8 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ცუდი არ არის, მაგრამ ლეოსგან მეტს ელოდები.

* პირველ ტაიმში 3 გოლი ბოლოს პსჟ-მ 12 წლის წინ გაუშვა. 2010-ში, ეს სოშომ მოახერხა. პარიზელებმა ის თამაშიც 1:3 წააგეს.

 

Leave a comment

Your email address will not be published.