ჯენოა-ვერონა 3:3. 85-ე წუთი იყო, როცა გენუელმა მატეა დესტრომ გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა, ამ გოლით 3:2 დააწინაურა თავისიანები… საინტერესო ისაა, რომ დესტროს ხელში თან ბოთლი ეჭირა და ისე შეასრულა ლამაზი გარღვევა და დარტყმა.
„ძალიან დაღლილი ვიყავი. მცხელოდა და თან არ ვიცოდი, ბოთლი სად წამეღო. ამიტომაც არ გადავაგდე, ხელში მეჭირა და ისე ვთამაშობდი“ – თქვა დესტრომ, რომელიც კახა კალაძის თანაგუნდელიც იყო ჯენოაში…