ლამარკუს ოლდრიჯი ბრუნდება

ნბა-ს All Star-ის შვიდგზის მონაწილე ლამარკუს ოლდრიჯი კალათბურთს უბრუნდება.

ფორვარდმა უკვე გაიარა ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმება და ექიმებისგან კარიერის გაგრძელებაზე თანხმობა მიიღო.

ინსაიდერ – შემს ჩარანიას ინფორმაციით ვეტერანი კალათბურთელის დამატების მსურველთა შორის ფავორიტი „ბრუკლინ ნეთსია“.

null

შეგახსენებთ, რომ ოლდრიჯი 36 წლისაა. მან კარიერა აპრილში დაასრულა, როდესაც მედიკოსებმა მას არითმია დაუდგინეს.

„ლეიკერსთან“ გამართული მატჩის შემდეგ ლამარკუსის მდგომარეობა გაუარესდა და ექიმებმა სწორედ ამიტომ ურჩიეს ფორვარდს კარიერის დასრულება.
ეს დიდი დარტყმა იყო „ბრუკლინისთვის“, რომელმაც ვეტერან კალათბურთელს კონტრაქტი 28 მარტს გაუფორმა, 3 კვირაში კი ოლდრიჯმა საკალათბურთო კარიერა დაასრულა.

„ნეთსის“ რიგებში ლამარკუსმა 5 მატჩის ჩატარება მოასწრო. იგი პარკეტზე საშუალოდ 26 წუთს ატარებდა და ამ დროის განმავლობაში მისი სტატისტიკური მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა – 12.8 ქულა, 4.8 მოხსნა და 2.6 შედეგიანი გადაცემა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *