ლამელო ბოლი – ნბა-ს წლის საუკეთესო ახალწვეულია

უახლოეს პერიოდში „შარლოტ ჰორნეტსის“ გამთამაშებელი ლამელო ბოლი ნბა-ს 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო ახალწვეულად იქნება აღიარებული(კონკურენციაში აჯობა ენტონი ედვარდსს და ტაირის ჰალიბარტონს) – ინფორმაციას ავრცელებს ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოჟნიაროვსკი.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯორდანის მფლობელობაში არსებულმა „ჰორნეტსმა“ 2020 წლის ნბა-ს დრაფტზე ლამელო მე-3 ნომრად აირჩია.

19 წლის გამთამაშებელმა სეზონში 51 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება – 15,8 ქულა, 5,9 მოხსნა, 6,1 პასო და 1,6 ჩაჭრა.

ნბა-ს 2020-21 წლების სეზონის ლაურეატები

სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP) – ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)

სეზონის საუკეთსო დამცველი – რუდი გობერი (იუტა)

სეზონის საუკეთესო ახალწვეული – ლამელო ბოლი

სეზონის საუკეთესო მე-6 მოთამაშე – ჯორდან კლარკსონი (იუტა)

ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე – ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი)

სეზონის საუკეტესო მწვრთნელი – ტომ ტიბოდო (ნიუ იორკი)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *