ლამელო ბოლი – საუკეთესო ქულებში, მოხსნებში და პასებში

NBA-ს გასული სეზონის საუკეთესო ახალბედა ლამელო ბოლი მიმდინარე სეზონშიც ბრწყინვალედ გამოიყურება. “შარლოტის” გამთამაშებელი საშუალოდ მატჩში 19.6 ქულას, 7.6 მოხსნას და 7.5 მოხსნას აგროვებს, მისი მარგიქმედების კოეფიციენტი კი 21.42-ს უტოლდება.

დღეს გამთენიისას, “ჰორნეტსმა” მძიმე ბრძოლაში “ინდიანა” დაამარცხა, მატჩის საუკეთესო კალათბურთელად კი ამჯერადაც ლამელო დასახელდა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის წარმატებაში – 32 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი.

ბოლი ორივე გუნდის შემადგენლობაში მყოფ კალათბურთელთა შორის საუკეთსო იყო ქულებში, მოხსნებში და პასებში. ასეთი რამ NBA-ს ისტორიაში მხოლოდ ლუკა დონჩიჩს ქონდა შესრულებული და ახლა იგივე უკვე ლამელომაც შეძლო.

“ინდიანა”-ს რიგებში მშვენიერი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ – ქართველმა ცენტრმა 22 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 11 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 8-დან 4 საჯარიმო), 4 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ქონდა. “პეისერზის” სხვა ტანმაღალმა ლიდერებმა დომანტას საბონისმა (8 ქულა) და მაილს თერნერმა (4 ქულა) ძალიან არადამაჯერებლად იასპარეზეს, მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი გოგაზე გააკეთა და ქართველმაც გაუმართლა ნდობა რიკ კარლაილს.

17 ჩატარებული მატჩის შემდეგ “ინდიანას” ანგარიშზე 6 მოგება და 11 მარცხია. “პეისერზი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *