ლამპარდი: აბრამოვიჩმა გამათავისუფლა, მაგრამ…

 

ჩელსის ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა რომან აბრამოვიჩთან მუშაობაზე ისაუბრა:

“მასთან კომუნიკაცია არ მქონდა [როდესაც მწვრთნელად მუშაობდა], რადგან ეს არ მჭირდებოდა. კლუბისგან მხარდაჭერას ვგრძნობდი. მადლობელი ვარ, რომ სამსახური მომცეს და ხელმძღვანელობისგან გვერდზე დგომა ვიგრძენი.

ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, მაგრამ დიახ [მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლება] ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა. ამას პატივი უნდა ვცეთ.

აბრამოვიჩს ყოველთვის პატივს ვცემდი. მის გარეშე, ასეთ კომფორტულ სიტუაციაში ვერ ვიქნებოდი.

გადაწყვეტილებების მიმღები პირი ისაა. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ პერიოდს თუ შევაფასებთ, აბრამოვიჩმა ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგა,” – თქვა ფრენკიმ.

 

Leave a comment

Your email address will not be published.