ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე იმაშია, რომ მანჩესტერი – ევერტონის მატჩისას, იუნაიტედის ქომაგებმა ლივერპულელთა მწვრთნელს ფრენკ ლამპარდს ჰომოფობიური ბანერებით შეურაცხყოფა მიაყენს. ამ თემაზე სხვა ცნობები უცნობია.
რაც შეეხება მატჩს, იუნაიტედმა ევერტონი 3:1 დაამარცხა. მე-4 წუთზე ანგარიში ანტონიმ გახსნა, მე-14 წუთზე კოდიმ გაიტანა, რომელმაც 52-ზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მატჩს კი წერტილი 97-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა დაუსვა.
მანჩესტერი პრემიერლიგაში 35 ქულით მე-4 ადგილზეა, ევერტონი კი 15 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს.