როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ჩელსის ლეგენდარული ფეხბურთელი და შემდეგ მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი პრემიერლიგაში სამუშაოდ დაბრუნდა.
ინგლისელი ევერტონს ჩაიბარებს, რომელიც ამ სიახლეს რამდენიმე საათში დაადასტურებს. “ტკბილეულების” ხელმძღვანელობამ ამის შესახებ ვიტორ პერეირასა და დანკან ფერგიუსონს უკვე ამცნო.
ევერტონი კონტრაქტის ბოლო ვარიანტს ამზადებს და ხელიც მოეწერება. მოკლედ, ფრენკი დაბრუნდა.