ლანძღვაც, დაცინვაც… “მადლობა ჩვენს ფილიალს, ფიორენტინას”

დუშან ვლაჰოვიჩის ფიორენტინადან იუვენტუსში გადასვლამ უარესად დაძაბა ფანებს შორის სიტუაცია. ფიორესა და იუვეს ტიფოზები ერთმანეთს ვერ იტანენ, ეს ცნობილი ფაქტია და თითქოს ჯიბრიაო, ბებერი ქალბატონიც ხშირად სწორედ მტერი კლუბიდან ყიდულობს ფეხბურთელებს: რობერტო ბაჯო, ფედერიკო კიეზა, ფედერიკო ბერნანდესკი, ახლა ვლაჰოვიჩიც…

ფლორენციელმა ფანებმა ასეთი ბანერი გამოფინეს სტადიონთან: „მორიგი პატარა ადამიანი კვერცხების გარეშე… ყველანაირი ღირსებისა და პატივისცემის გარეშე. კიდევ ერთი მფლობელი, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელებს მტრებთან ჰყიდის“.

იუვეს ულტრასებმაც არ დააკლეს და ფლორენციის არტემიო ფრანკის სტადიონთან და სხვა ადგილზეც დატოვეს ბანერი: „ბაჯოდან ვლაჰოვიჩამდე, კიეზას გავლით… დიდი მადლობა ჩვენს ფილიალს. მომავალ გაყიდვამდე“.

„ფლორენციის სიამაყე და დიდება? სიმართლე ისაა, თქვენი კლუბი არანაირ მნიშვნელოვანს არ წარმოადგენს“.

Leave a comment

Your email address will not be published.