ლაპარაკობს !

დანია – ფინეთის მატჩი ერთსაათიანი პაუზის შემდეგ განახლდა.

უეფამ კი გაავრცელა ცნობა, რომ კრისტიან ერიქსენი კოპენჰაგენი კარდიოლოგიური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამჟამად გამოკვლევები უტარდება…

See the source image

და ყველაზე მთავარი:

კრისტიან ერიქსენი სუნთქავს და ლაპარაკობს, მან გაიღვიძა და გონზე მოვიდა – თქვა ფეხბურთელის აგენტმა მარტინ შუტსმა ერიქსენის მამასთან საუბრის შემდეგ ერთ-ერთი რადიოს პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო სამყარო დიდ ტრაგედიას გადაურჩა: ევრო 2020-ის დანია – ფინეთის მატჩისას კრისტიან ერიქსენი მოედანზე უგონოდ დავარდა და… მოედანზევე ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა და დეფიბრილატორის გამოყენების შედეგად ფეხბურთელი ამ ქვეყნად მოაბრუნეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კადრები შოკისმომგვრელი იყო.

Shocked Danish players held their head in their hands as medics attended to their team-mate

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *