ბარსელონას პრეიზდენტმა, ჟოან ლაპორტამ სერხიო აგუეროს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მოგეხსენებათ, გულის პრობლემის გამო, არგენტინელს 3 თვე გაუცდება
“ბარსელონას სრული მხარდაჭერა გაქვს! შენი ხასიათიდან და პოზიტიური განწყობიდან გამომდინარე, მოედანს დაუბრუნდები და გოლებს გაიტან!,” – დაწერა ლაპორტამ
ალავესთან მატჩის დროს (1:1), კუნი მოედნიდან 41-ე წუთზე გაიყვანეს, რადგან გულ-მკერდის არეში დისკომფორტს გრძნობდა. ფეხბურთელმა საავადმყოფოში რამდენიმე დღე გაატარა.