ლაპორტას არჩევანი

 

ბარსელონას პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას კუმანის მუშაობა არ მოსწონს და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი შეარჩია.

კატალონიის რადიოს ინფორმაციით, აიაქსის მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი ბლაუგრანას მთავარი არჩევანია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტენ ჰაგი ბარსელონას დაუკავშირეს. პრეს-კონფერენციაზე ამის შესახებ ამსტერდამელთა მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს, თუმცა პასუხს თავი აარიდა.

ამ მომენტისთვის, ლა ლიგაში, ბარსა მე-9 ადგილზეა…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *