ბარსელონას შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს. Sport.es-ის ინფორმაციით, ბლაუგრანას ახალი ამოცანა ბეტისიდან ნაბილ ფეკირის დამატება იქნება. ჩავის გუნდი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. ცნობილია, რომ ფეკირი ძალიან მოსწონს ბარსას პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას და იგი პირადად არის ფრანგის შეძენით დაინტერესებული.
ფეკირი ბეტისში 2019 წლის ზაფხულში ლიონიდან გადავიდა და დღეს იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. 28 წლის შემტევმა ამ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.
რაც შეეხება ბარსელონას სატრანსფერო გეგმებს, ბლაუგრანას თვალთახედვის არეში ერლინგ ჰოლანდი, ალექსანდრ ისაკი და რამდენიმე მეკარე არიან. ბარსა ლა ლიგაში 38 ქულით მე-5 ადგილზეა და ამ ტურში ესპანიოლს შეხვდება.