ლაპორტა : “ინიციატივა ინგლისიდან მოდიოდა”

სუპერ ლიგის იდეა ჩავარდა. ტურნირი ოფიციალურად დაფუძნდა, თუმცა რამდენიმე დღეში პროექტი თითქმის ყველა გუნდმა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, უეფამ კლუბების დასჯა გადაწყვიტა. ყველაზე მეტად კი შესაძლოა “რეალი”, “ბარსელონა” და “იუვენტუსი” დაისაჯონ. საბოლოოდ კლუბებმა სოლიდური ფულადი ჯარიმები მიიღეს და გადახდაც მოუწევთ.

სუპერ ლიგის იდეაზე ისაუბრა “ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ და განაცხადა, რომ რეალური ინიციატორები ინგლისური კლუბები იყვნენ.

“რეალურად, სუპერ ლიგის მთავარი ინიციატორები იუნაიტედი და ლივერპული იყვნენ. კლუბებს ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ კომპენსაცია გასვლის გამო”, – განაცხადა ლაპორტამ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *