ლაპორტა: კლუბი ფეხბურთელებზე მაღლა დგას…

 

ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც მესის წასვლაზე ისაუბრა

“აქ იმისთვის ვარ, რომ მესისთან დაკავშირებული სიტუაცია აგიხსნათ.

პირველ ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაში ვართ. შემოსავლების 110% ხელფასებზე იხარჯება. ისე ვერ ვიმოქმედებთ, როგორც გვსურს.

სიტუაცია იმაზე მძიმეა, ვიდრე გვეუბნებოდნენ. გამოთვლების შემდეგ, ყველაფერი ნათელი გახდა.

დავალიანება იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე ველოდით. რა თქმა უნდა, ეს “ფინანსურ სამართლიან თამაშთანაა” დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, მესისთან ახალი კონტრაქტი ვერ შედგა.

პატივისცემის მიუხედავად, ლა ლიგის შემოთავაზებულ გარიგებას არ ვეთანხმებით, რადგან ის ვალში კიდევ ნახევარი საუკუნე გვამყოფებს…

კლუბი ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე და დირექტორებზე მაღლა დგას,” – თქვა ლაპორტამ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *