ლაპორტა: მადლობა ლეოს ყველაფრისთვის

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ თბილად მოიხსენია ლიონელ მესი და მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა მას.

„ისტორიული სამართლიანობა აღდგა. მესიმ ტიტული დაიმსახურა. ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ბედნიერები ვიქნებოდით, ჩვენს ბიჭებს, კუნდეს და დემბელეს რომ გაემარჯვათ. მაგრამ ვფიქრობ, მესის სანაკრებო კარიერა ასეთი ტრიუმფით უნდა დასრულებულიყო. ამისკენ ის ძალიან დიდ ხანს მიდიოდა. თუმცა, კიდევ შეიძლება მოირგოს თეთრ-ცისფერი მაისურა.

ყველა, ვისაც გვიყვარს ლეო, ასევე ძალიან გახარებულები ვართ. მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა.“ – თქვა ლაპორტამ.

ლაპორტა: "იმედი მაქვს, ბარსელონაში მესის ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა"

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *