ლაპორტა: ჩავისთან ხშირად ვსაუბრობ

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ჩავისთან ხშირად საუბრობს. თუმცა განმარტება მოაყოლა…

„ჩვენ ვმეგობრობთ. ამიტომაც ხშირი ურთიერთობა გვაქვს. ასეა პეპ გვარდიოლასთან მიმართებაშიც. ჩემთვის საინტერესოა მათი აზრი, რადგან ფეხბურთში გაცილებით ბევრი იციან, ვიდრე მე.

…თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რონალდ კუმანს არ ვენდობით. რონალდს თავდაჯერება უნდა შევმატოთ, რათა დღევანდელი მდგომარეობა გამოვასწოროთ. საამისოდ მუშაობა დაწყებულია.

…ხალხს ბევრი რამ შეუძლია იფიქროს. არასოდეს არ მითქვამს, რომ კუმანი ბარსელონას არ უხდება. ვფიქრობ, მან ნდობის კრედიტი დაიმსახურა“ (Sport)

ჩავი, როგორც იცით, ყატარულ ალ-სადს წვრთნის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *