ლაპორტა ხსნის: მესისთვის უხელფასოდ თამაში არ მითხოვია…

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ თავისივე სიტყვებზე კომენტარი გააკეთა. ადრე მან განაცხადა, რომ მესის ბარსელონაში უხელფასოდ შეეძლო თამაში…

„მინდა, რომ ხალხმა კარგად გაიგოს. რადიოჩართვაში მკითხეს: „შეეძლო თუ არა მესის უხელფასოდ თამში და გუნდში დარჩენა?“. თვითონაც არ ვიცოდი, ეს შესაძლებელი იყო თ არა და ვუპასუხე: „დიახ, ალბათ შეეძლო“.

…მაგრამ სხვაგვარად გაიგეს. თითქოს მე შევთავაზე მესის უხელფასოდ თამაში. ასე არ იყო. მსგავსი რამ არასოდეს შემითავაზებია. უბრალოდ, ჩვენ ვიცოდით, რომ ლეომ სერიოზული წინადადება მიიღო.

…რაც არ უნდა მომხდარიყო, უხელფასოდ თამაშის სურვილი თუ წამოვიდოდა, მისგან უნდა წამოსულიყო და არა ჩემგან. ამას ვერავის ვეტყოდი“ (Sport)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *